პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის ქმედებას ეხმაურება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის ქმედებას ეხმაურება

22-02-2022, 02:01 - 2022
872
       

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი რუსეთის მიერ უკრიანის რეგიონების რესპუბლიკებად აღიარებას აგრესიის აქტად აფასებს.

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
 
ორი თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ აღიარება დიალოგის უარყოფას და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას ნიშნავს.

ეს არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის აქტი, რომელსაც პასუხად უნდა მოჰყვეს ცალსახა პასუხი და დაუყოვნებლივი სანქციები.

ეს ერთადერი ენაა, რომელიც პუტინს ესმის.

მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ ამ საკითხის განსახილველად
“, - წერს მორავეცკი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები