ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო.
ამის ამსახველი სურათი თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა, აღნიშნული სურათი მალევე წაშალეს.
ამავდროულად, მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა, ირანის პარლამენტში სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს შეძახილები ისმოდა.