ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და მას ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.
ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე დაწერა.
ბაიბა ბრაჟეს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობას ეფუძნება, თუმცა, ზუსტი მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავას რიგაში მდებარე კლუბში 2 აგვისტოს კონცერტი უნდა გაემართა.