ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.
კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 32.4%-მა „ქართული ოცნება“/„ხალხის ძალა“ დაასახელა, „ენმ“/„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 17.3%-მა, „ლელოს“, ანა დოლიძის პარტიისა და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის ერთობა“ კი - 12.8%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები კი ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
• „საქართველოსთვის“ (გიორგი გახარია) - 11.2%
• კოალიცია ცვლილებისთვის (ახალი/გირჩი-მეტი თავისუფლება/დროა) - 9.9%
• „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 5.2%
• „ლეიბორისტული პარტია“ - 3.3%
• „პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ-ინფო“ - 2.6%
• „მოქალაქეები“ - 2.2%
• „ევროპული საქართველო“ - 1.9%
• „სამართლიანობისთვის“ (ეკა ბესელია) - 0.9%
• სხვა - 0.3%