ევროკავშირი მოქმედებაზე გადავიდა.
ევროპარლამენტმა ევროკომისიაში წერილი გაგზავნა, სადაც კონკრერული გვარები წერია, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ.
ამ წერილის ადრესატი უმაღლესი ევროკომისარი ჯოზეფ ბორელია.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, სადაც საქართველოს საკითხი უნდა გადაწყდეს, ეს წერილი მნიშვნელოვანი გზავნილია ბრუსელისთვის.
კონკრეტული გვარებით, ვინც მხილებულია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებაში, ძალადობასა და რუსული კანონის მიღებაში.
მმართველი გუნდი ახლა მხოლოდ მოლოდინშია, ბრიუსელში მათი ბედი გადაწყდება.