სპეცრაზმმა მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დაიკავა და დაკეტა

სპეცრაზმმა მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დაიკავა და დაკეტა
14-05-2024, 19:01 - 2024
2 725

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს არ უშვებენ. 


კერძოდ, თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს, ამასთან, ჩაკეტილია მეტრომდე მისასვლელი მონაკვეთიც.

როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მოქალაქეს უთხრა, „მეტრო დროებით დაკეტილია“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სადგური შეუფერხებლად მოძრაობს.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით შლიან და აკავებენ.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები