ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს საელჩოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს „რუსული კანონის“ წინააღდმდეგ, რომელიც „ოცნებამ“ პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
კანონის ძალაში შესვლამდე კიდევ რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი.
ქართველი ემიგრანტები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომლის ანალოგის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.