ლიზ ტრასი: ბრიტანეთი უკრაინაში ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზადებას აძლიერებს

ლიზ ტრასი: ბრიტანეთი უკრაინაში ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზადებას აძლიერებს

21-02-2022, 16:37 - 2022
759
       

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის გაცხადებით, დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „აძლიერებენ მზადებას უკრაინაში ყველაზე უარესი სცენარისთვის“.

„დიპლომატია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მეტად სავარაუდოა“, - წერს ტრასი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის გეგმის არსებობის შესახებ ცნობა უარყო, მაგრამ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ნაწილები ამ დრომდე მობილიზებული ჰყავს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები