რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ალექსანდრე ჩუპრიანის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინიდან დაახლოებით 61 000-მა ადამიანმა გადაკვეთა რუსეთის საზღვარი.
ჩუპრიანმა ისაუბრა რუსეთის როსტოვის ოლქიდან, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, სადაც ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაგზავნა ლტოლვილთა ბანაკების შესაქმნელად.
როგორც „ბიბისი“ წერს, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა რუსეთში ასობით ათასი ადამიანის ევაკუაციის გეგმა გამოაცხადეს.