„რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა უნდა შეწყვიტონ მუშაობა ზვარტნოცის აეროპორტში“, -ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი აცხადებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ FSB-ს ოფიცრების ქმედებების შედეგად, რესპუბლიკის საზღვრები არაერთხელ გახდა „უფრო დაუცველი“.
„ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, თუ ისინი (რუსი მესაზღვრეები) წავლენ იქიდან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს“, - თქვა მან.