კრემლი ე.წ „მკვლელობის სიის“ არსებობას უარყოფს

კრემლი ე.წ „მკვლელობის სიის“ არსებობას უარყოფს

21-02-2022, 14:51 - 2022
530
       

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო აშშ-ს დაზვერვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთს აქვს უკრაინელების სია, რომლებიც შეჭრის შემდეგ უნდა „დაიჭირონ ან მოკლან“.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ „დაძაბულია“. 

როგორც „ბიბისი“ წერს, კრემლმა უარყო აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტზე კონკრეტული გეგმების არსებობა, თუმცა პესკოვმა ამის მიუხედავად, განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის.

„საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებს შეუძლიათ გამართონ სატელეფონო საუბარი უკრაინაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად“, - განაცხადა პესკოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები