რუსული კრიტიკული მედია „დოჟდი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვის ხელისუფლებამ გააფრთხილა +18 დახურული ეროტიკული წვეულებების ორგანიზატორები, აეკრძალათ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ თემატიკასთან.
მედია Kinky Party-ის „ტელეგრამზე“ გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის შეესაბამებოდა კანონს და მიზნად ისახავდა თავისუფალი გამოხატვისთვის უსაფრთხო, პატივისცემის მქონე გარემოს შექმნას, ჩვენ მივიღეთ გაფრთხილება, რომ დაუშვებელია სექსის თემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება“, - წერენ ორგანიზატორები.
Kinky Party წლებია ამ ტიპის წვეულებებს ატარებს მოსკოვში.