კრემლი უშიშროების საბჭოს რიგგარეშე საგანგებო სხდომას გამართავს

კრემლი უშიშროების საბჭოს რიგგარეშე საგანგებო სხდომას გამართავს

21-02-2022, 14:09 - 2022
642
       

კრემლი უშიშროების საბჭოს რიგგარეშე საგანგებო სხდომას გამართავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნით ჩაინიშნა. როგორც გამოცემა წერს, სხდომასთან დაკავშირებით მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, უკრაინაში შექმნილი ვითარება იყო მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე განხილვის მთავარი თემა. გაკეთდა არაერთი განცხადება დასავლელი დიპლომატების მიერ. ცალსახად ითქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის უპრეცედენტო სანქციებსა და ერთიან პასუხს მიიღებს. 

პარალელურად ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლოა, სამიტი გაიმართოს. კრემლში აცხადებენ, რომ „არ არსებობს „კონკრეტული გეგმა“ სამიტთან დაკავშირებით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები