რეკლამა
ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს

2-02-2024, 14:15 - 2024
1 694

აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს. 


მან დაკავებისას მედიას განუცხადა, რომ „ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა“.

როგორც ფერაძე აღნიშნავს, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ! ახლა ვნახავ იქ რეებს მიქარავენ“, - აცხადებს ფერაძე.

ცნობისთვის, აქტივისტს მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის გამო, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა