უკრაინა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს

უკრაინა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს

21-02-2022, 13:55 - 2022
681
       

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული სანქციები ახლავე დააწესოს.

როგორც „ბიბისი“ წერს, კულება „მოელის გადაწყვეტილებებს” ევროკავშირისგან. კულებამ თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, რომ ის „არამხოლოდ საუბრობს“, არამედ მოქმედებს.

ის ასევე მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით „პოტენციური სამიტის“ გამართვის ინიციატივას.

„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია დიპლომატიური გადაწყვეტისკენ, ცდად ღირს“, - აღნიშნა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას მის ზურგს უკან არ მიიღებდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები