აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აქვთ დაზვერვის ანგარიშები, რომლითაც ვარაუდობენ, რომ რუსეთს აქვს უკრაინელების სია, რომლებიც შეჭრის შემთხვევაში უნდა „მოკლან ან ბანაკებში გაგზავნონ“.
როგორც „ბიბისი“ წერს, სამიზნეები იქნებოდნენ უკრაინაში ემიგრაციაში მყოფი რუსი და ბელორუსი დისიდენტები, ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ იბრძვიან, ასევე, „მოწყვლადი მოსახლეობა, როგორიცაა რელიგიური, ეთნიკური უმცირესობები და LGBTQI+ პირები“.
„კონკრეტულად, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები ქმნიან იდენტიფიცირებული უკრაინელების სიებს, რომლებიც სამხედრო ოკუპაციის შემდეგ დაიღუპებიან ან ბანაკებში გაგზავნიან“, - ნათქვამია წერილში.