იორდანიაში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსხვერპლი ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, ბაზაზე სირიის საზღვართან ახლოს დრონის თავდასხმას მოჰყვა.