ოფიციალურად, ე.წ. მთიანი ყარაბაღი აღარ არსებობს

ოფიციალურად, ე.წ. მთიანი ყარაბაღი აღარ არსებობს

2-01-2024, 18:44 - 2024
8 411
       

2024 წლის 1-ელ იანვარს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ ოფიციალურად არსებობა შეწყვიტა. 


2023 წლის 28 სექტემბერს თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტდა.

ე.წ. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებლებს, მოცემული განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, გააცნობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა შემდეგ მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესახებ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები