საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე უხვი ნალექის გამო ტრანსპორტის გადაადგილება სრულად და ზოგან გარკველი სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური - კობის მონაკვეთზე დიდთოვლიანობამ და უხვა ნალექმა სრულად შეაფერხა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე ნებისმიერი სახის ავტომობილის გადაადგილება აკრძალულია.
ახალქალაქი - კარწახის მონაკვეთზე კი გარკვეული სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღურა. აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის აკრძალულია მისამბელიანი, ნახევრადმისამბელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება.