„მხედრიონის“ მეთაური თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა

„მხედრიონის“ მეთაური თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა
13-11-2023, 20:03 - 2023
7 709

85 წლის ასაკში თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა. 


ინფორმაციას მისი ოჯახი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კიტოვანი 1992-93 წლებში ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი იყო. 

მას მონაწილეობა აქვს მიღებული სამოქალაქო ომში. 

კიტოვანი საქართველოს პირველი პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიასა და მის მხარდამჭერებს უპირისპირდებოდა. 

იყო შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონის“ მეთაური.

ომისა და გადატრიალების შემდეგ 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 
მოგვიანებით ის პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა. 

2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა, საქართველოში კი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა