ღაზას სექტორში კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევენ.
პალესტინელი მედიკოსები ამბობენ, რომ ცხედრებს პროზექტურაში ვეღარ ატევენ და ამისთვის სანაყინე მაცივრებს იყენებენ.
„ჩვენ ახლა ალაქსას საავადმყოფოში ვიმყოფებით. ეს ქალაქი დეირალ ბალაჰია. კლინიკა პაციენტებით არის გადავსებული. პროზექტურა მცირე ზომისაა, ამიტომ გვამებს ვეღარ ვინახავთ, გარდაცვლილთა რიცხვი ყოველწამიერად იზრდება, ამიტომ კლინიკის ხელმძღვანელობამ ნაყინის შესანახი სამაცივრე მანქანები მოიტანა. გვითხრეს, რომ ცხედრები აქ უნდა შეგვენახა. კლინიკის პროზექტურაში სრული კოლაფსია, ამიტომ იძულებული გავხდით, ეს გზა აგვერჩია. ვიტარება კატასტროფულია, მედიკამენტების მარაგი გვეწურება. პაციენტების რაოდენობა იმატებს. ჩვენ დახმარება გვჭირდება“, - ამბობს პალესტინელი ექიმი.