ლიბანში გაეროს ბაზა დაიბომბა

ლიბანში გაეროს ბაზა დაიბომბა

15-10-2023, 22:58 - 2023
5 447
       

ლიბანში, გაეროს მშვიდობისმყოფელები ამბობენ, რომ მათ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.


შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

„ჩვენს შტაბს ნაქოურაში რაკეტა მოხვდა. ვმუშაობთ იმის გადამოწმებაზე, საიდან ისროლეს. ჩვენი სამშვიდობოები იმ დროს თავშესაფრებში არ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა...

ვაგრძელებთ აქტიურ ურთიერთობას ორივე მხარის ხელისუფლებასთან სიტუაციის დეესკალაციისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სამხედრო ესკალაცია გრძელდება. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, შეწყვიტონ ცეცხლი“, - ამბობენ გაეროს წარმომადგენლები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები