რუსეთში აშშ-ის საელჩო - დატოვეთ მოსკოვი და პეტერბურგი, განხორციელდება თავდასხმები

რუსეთში აშშ-ის საელჩო - დატოვეთ მოსკოვი და პეტერბურგი, განხორციელდება თავდასხმები

21-02-2022, 10:28 - 2022
2 616
       

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მოსკოვსა და პეტერბურგში თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იყო თავდასხმების მუქარა სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზაზე, მეტროსადგურებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

„მედიის წყაროების თანახმად, იყო თავდასხმების მუქარა სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზაზე, მეტროსადგურებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე დიდ ურბანულ რაიონებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ასევე უკრაინასთან რუსეთის საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ზონებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები