ზელენსკი: მალე საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება

ზელენსკი: მალე საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება

14-10-2023, 13:08 - 2023
894
       

„რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


უკრაინის პრეზიდენტი შვედეთში მიმდინარე გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი სახელმწიფოების სამიტზე სიტყვით დისტანციურად გამოვიდა.

„უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობითაც. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით, როდესაც რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება“, - განაცხადა ზელენსკიმ

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები