უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ავდიივკას მიმართულებით მათი თავდაცვის გარღვევის მცდელობას არ წყვეტს, თუმცა უშედეგოდ.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებთან 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.
„დამცველებმა მოიგერიეს მტრის 20-მდე შეტევა დონეცკის ოლქის ავდიივკას, კერამიკის, ტონენკეს, სევერნეს, პერვომაისკესა და ნეტაილოვოს დასახლებებში.
მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა, 54 თავდასხმა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსული ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით. შეტევითი მოქმედებებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. უკრაინელები ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - ნათქვამია ანგარიშში.