ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა, ფინანსურ ბაზრებზე წვდომა დაკარგოს

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა, ფინანსურ ბაზრებზე წვდომა დაკარგოს

21-02-2022, 10:27 - 2022
562
       

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა, დაკარგოს წვდომა ფინანსურ ბაზრებზე, თუ უკრაინაში შეიჭრება.

მისი თქმით, სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს და რომელიც რუსეთს ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის ესაჭიროება.

ლაიენმა უარყო უკრაინის ხელისუფლების მოწოდებები სანქციების დაუყოვნებელი დაწესების შესახებ და დასძინა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სანქციები არ დაწესდება.

„სანქციებზე გადასვლა იმდენად დიდი და შედეგიანია, რომ ვიცით, ყოველთვის უნდა მივცეთ რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი“, - თქვა ლაიენმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები