პუტინი: საქარტველოსა და უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც დაკარგა იდენტობა

პუტინი: საქარტველოსა და უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც დაკარგა იდენტობა

13-10-2023, 14:04 - 2023
1 059
       

„საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა.


პუტინმა სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა“, - განაცხადა პუტინმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები