„ჰამასი” მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოუსმინონ და უგულებელყონ ისრაელის გაფრთხილებას ღაზას ჩრდილოეთით მცხოვრებლების ევაკუაციასთან დაკავშირებით.
„ოკუპაცია ცდილობს გაავრცელოს ყალბი პროპაგანდა სხვადასხვა საშუალებებით, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებში დაბნეულობის შექმნას და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობის შერყევას“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
ამასთან, BBC-ი ავრცელებს ღაზაში გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი სამხრეთისკენ გადაადგილებას მას შემდეგ, რაც ისრაელმა ისინი გააფრთხილა, ტერიტორია 24 საათის განმავლობაში დატოვონ.