უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებმა ღამით სუმის რეგიონში შეღწევა სცადეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებმა ღამით სუმის რეგიონში შეღწევა სცადეს

12-10-2023, 20:56 - 2023
604
       

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის, სერგეი ნაევის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი წარუმატებლად ცდილობდა სუმის რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევას.


რვა კაციანი ჯგუფი უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.

„დივერსანტები ცდილობდნენ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და წინსვლას სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ობიექტის მიმართულებით“, - წერს ნაევი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები