ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა.
როგორც გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
„ასეთი აღვირახსნილობა ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შემდეგ არ გვინახავს. ჩვენ მის წინააღმედეგ ძალიან მტკიცედ დგომას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბლინკენმა.