ღაზაში საწვავის დეფიციტის გამო ერთადერთი ელექტროსადგური გაითიშა.
შესაბამისად, მოსახლეობას შუქი არ მიეწოდება.
ღაზაში მცხოვრები პალესტინელები ელექტროენერგიისთვის გენერატორებს დაეყრდნობიან.
ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და შეწყვიტა ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, საქონლისა და წყლის მიწოდება.