აფხაზეთი მოლაპარაკების მაგიდას უბრუნდება | საოკუპაციო რეჟიმის შეთავაზება თბილსს

აფხაზეთი მოლაპარაკების მაგიდას უბრუნდება | საოკუპაციო რეჟიმის შეთავაზება თბილსს

10-10-2023, 16:46 - 2023
5 598
       

„აფხაზური მხარე მზად არის განაახლოს მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.


მისი თქმით, უკვე მოამზადეს აღნიშნულ თემაზე წინადადებების პაკეტი.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ამჟამინდელი წინადადებები სათანადო გამოხმაურებას მიიღებს საქართველოდან და ჩვენ შევძლებთ ამ ფორმატში მუშაობას“, - ამბობს ტუჟბა.

საქართველოს ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრები, რომლებიც გალში იმართებოდა, 2018 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მასში აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო მონაწილეობდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები