„ამ ომში ისრაელი გაიმარჯვებს - სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი საუბრობს.
მან მოსახლეობას ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, ეს ყველაზე ძლიერი იარაღია.
„უპატიებელი ცოდვა - ცოდვა, რომელსაც არამხოლოდ მკვლელი ტერორისტული ორგანიზაცია ხელმძღვანელობს, არამედ ბოროტი ღერძი, რომლის ბაზაც ირანშია, რომლის მარიონეტებიც დაუღალავად მუშაობენ ჩვენთვის ძირის გამოსათხრელად“, - თქვა ჰერცოგმა.