ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს.
განკარგულებას ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.
თვითგამოცხადებული არცახის დე ფაქტო პრეზიდენტმა ყველა „საჯარო უწყებისა და ორგანიზაციის დათხოვნის შესახებაც განაცხადა“.
ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის, ვინც ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იმყოფება, ამ განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ ურჩევენ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს გაეცნონ.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ იგი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის