რუსეთში მოსახლეობის ევაკუცია დაიწყო

რუსეთში მოსახლეობის ევაკუცია დაიწყო

12-08-2023, 15:15 - 2023
1 074
       

რუსეთში, ქალაქ უსურიისკში კაშხალი დაზიანდა, რის შედეგადაც რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. 


მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

რუსული მედიის ინფორმაციით, დროებით განთავსების ცენტრებში 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

„კაშხალი დაიშალა და უბრალოდ ტალახად და მიწად იქცა. ამჟამად ის შეკეთებას ან აღდგენას არ ექვემდებარება, კონტროლი მასზე დაკარგულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები