აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, კამილა ჰარისის განცხადებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს იმის თქმას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს, სინამდვილეში კი ხელსაყრელ მომენტს ელოდება.
როგორც მან მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ მას მოკავშირეებთან ერთად უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.
„რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელიც აშშ-მა ძალიან კარგად იცის და რუსეთი კვლავ გააგრძელებს იმის თქმას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს, სინამდვილეში კი ხელსაყრელ მომენტს ელოდება. მოსკოვის ქმედებები მათივე განცხადებებს არ შეესაბამება. ხაზგასმით ვამბობ: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მას უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ეს სანქციები გამიზნული იქნება რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებზე“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.