რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოში 10 აგვისტოს ღამით აფეთქებები მოხდა, რის შემდეგაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსული სამთავრობო მედია „რია“ წერს, რომ ცეცხლი გაჩნდა ავტოსერვისის ტერიტორიაზე.
ცეცხლი 1 000 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა.
რუსული გამოცემა „ასტრა“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ხანძარი აფეთქებების შემდეგ გაჩნდა. გამოცემამ კადრებიც გაავრცელა.