ჯონსონი: თუ უკრაინა დამარცხდება, დემოკრატიული ქვეყნის განადგურებას ვიხილავთ

ჯონსონი: თუ უკრაინა დამარცხდება, დემოკრატიული ქვეყნის განადგურებას ვიხილავთ

19-02-2022, 18:19 - 2022
616
       

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

ჯონსონის თქმით, თუ უკრაინა დამარცხდება, დემოკრატიული ქვეყნის განადგურებას ვიხილავთ. მანვე აღნიშნა, რომ ნიშნები, რომელიც ვლადიმერ პუტინის ქმედებებიდან მოდის, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

„გაერთიანებულ სამეფოში ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი, რომ დიპლომატია და დიალოგი შედეგს მოიტანს, თუმცა ამავე დროს, საჭიროა რომ შექმნილ სიტუაციაზე გულწრფელად და დაუფარავად ვისაუბროთ. დღეს, როდესაც 150 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მობილიზებულია უკრაინის საზღვართან და როდესაც 100-ზე მეტი ბატალიონი ემუქრება ევროპულ ქვეყანას, ჩვენ ამ ვითარებაში უნდა ვიყოთ ერთიანი და უნდა გვესმოდეს, რა დევს სასწორზე. თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ვიხილავთ დემოკრატიული ქვეყნის განადგურებას. ყოველთვის როდესაც ასავლელი მინისტრები ჩადიან კიევში ისინი ამბობენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რაოდენ ცარიელი და შეურაცხმყოფელი გახდა ეს სიტყვები თუ ახლა უკრაინის სუვერენიტეტს რეალური საფრთხე ემუქრება, ჩვენ უბრალოდ სხვა მხარეს გავიხედავთ, ჩვენ არ ვიცით რას აპირებს პუტინი, მაგრამ ნიშნები, რომელიც მოდის, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები