შოლცი: მშვიდობის შენარჩუნება ევროპაში იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საზღვრები აღარ შეიცვლება

შოლცი: მშვიდობის შენარჩუნება ევროპაში იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საზღვრები აღარ შეიცვლება

19-02-2022, 17:17 - 2022
511
       

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, არის „მნიშვნელოვანი მინიშნებები“, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე დიპლომატიური გზით შეიძლება, თავიდან იქნას აცილებული.

შოლცის თქმით, ნებისმიერი თავდასხმა იქნება „სერიოზული შეცდომა“, რასაც „მაღალი“ პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოსტრატეგიული ხარჯები მოჰყვება.

„მშვიდობის შენარჩუნება ევროპაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საზღვრები აღარ შეიცვლება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზებას გამართლება არ აქვს.

გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები