რუსი ტურისტების საცობი, რომლებიც ყირიმიდან გაქცევას ცდილობენ, უკვე 25 კილომეტრს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Google map-ის მონაცემებზე დაყრდნობით Telegram-ზე ავრცელებს.
საცობი ყირიმიდან მელიტოპოლის მიმართულებით მონაკვეთზეა.
არსებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე რუსეთიდან სულ მცირე 50 000 ტურისტი იმყოფება.