უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

25-06-2023, 13:11 - 2023
971
       

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 


მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი - ორივე საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა.  

მალხაზ კვიჟინაძე ლისიჩანსკის მიმართულებით დაიღუპა. 

„ჩვენ ვიბრძვით ლისიჩანსკის მიმართულებით. ნაღმმტყორცნი დაეცა სანგარში. მალხაზი კვიჟინაძე ქუთაისიდან. შვილები დარჩა მარტო, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს 4 შვილის მამა იყო. პატრიოტი ბიჭი, ჩამოვიდა ჩვენს გვერდით იბრძოდა პირველივე დღიდან, გამოცდილი სამხედრო იყო. ომის დაწყების დღიდან ერთად შემოვედით, ერთად ვიბრძოდით. ერთი პერიოდი ზარინით იყო მოწამლული“, - თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედრომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები