მიხეილის აღზევება | სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას უბრუნდება

მიხეილის აღზევება | სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას უბრუნდება
16-06-2023, 15:47 - 2023
511

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აპირებს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას.
 
გარდა ამისა, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ყველა „სასამართლოში“, რომელზე ფიზიკურად დასწრებასაც შეძლებს.
 
ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში.
 
საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.
 
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
 
უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.
 
დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ.
 
ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას
“, - აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები