ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი სეზონის შემდეგ უდიდესი აღიარება დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრების წევრი და იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში შევიდა.
ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ France Football - მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ - 1981 წელს დაასახელა.
ათეულში მოხვდა თბილისის „დინამოს“ ორი ლეგენდა - თავდამსხმელი რამაზ შენგელია და გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე კი დასახელდა ლეგენდარული ათიანი, დავით ყიფიანი.
მას შემდეგ 42 წელი გავიდა.