ირაკლი კობახიძემ შშმ ბავშვის დედას ფაშისტი უწოდა

ირაკლი კობახიძემ შშმ ბავშვის დედას ფაშისტი უწოდა
14-06-2023, 15:00 - 2023
377

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მოქალაქის პროტესტს, რომელმაც დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადააყარა და ბანერი გადმოფინა ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებას უწოდებს. 


მისივე თქმით, დარბაზის შიგნით დაპირისპირების დროს რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღო სათანადო პასუხი.

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის, ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ძალიან სამწუხაროა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ბუნებრივია მიუღებელია კატეგორიულად ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვები გამოყენება ამისთვის. [...] ჯერ პროვოკაცია განხორციელდა და ამას ტაშით შეხვდა კოლექტიური ნაცმოძრაობა, მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მიიღეს მათ ბუნებრივია სათანადო პასუხი, რაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად შეირგეს, იმიტომ, რომ იციან, არ არიან მართლები. ეს იყო და ეს, არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა, მათ მიიღეს სათანადო სიტყვები, ეს ძალიან კარგად შეირგეს, რაც სწორია, იმიტომ რომ ისინი არ არიან მართლები“, - ამბობს კობახიძე. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები