გვიან ღამით დრონებით თავს დაესხნენ რუსეთს, სმოლენსკის ოლქს

გვიან ღამით დრონებით თავს დაესხნენ რუსეთს, სმოლენსკის ოლქს

2-06-2023, 15:57 - 2023
498
       

რუსული მედია Telegram არხ Shot-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვიან ღამით რუსეთში სმოლენსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატები  გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაესხნენ თავს. 


არსებული ინფორმაციით, დაზიანდა მესამე სახელოსნოს ადმინისტრაციული შენობა, მსხვერპლი არ ყოფილა.

მოგვიანებით ასევე აფეთქება მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში პოჩინკოვსკის რაიონში. 

იქ დაზიანდა ხანძარსაწინააღმდეგო წყლის კონტეინერი. 

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები