რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დრონი ჩამოვარდა და გზაზე აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და მანქანა დაზიანდა.
ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
გლადკოვის თქმით, ადგილზე ამ წუთებში ოპერატიული სამსახურები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
ამასთან, ბაზა Telegram-ზე წერს, რომ ქალაქში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.