თურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტები დაიგეგმა

თურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტები დაიგეგმა

31-05-2023, 14:28 - 2023
403
       

თურქული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთში ვიზიტით ჩავლენ. 


Hürriyet-ის კორესპონდენტი ამბობს, რომ პუტინი ცალკე და სპეციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს, პუტინის შემდეგ კი თურქეთში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავა.

3-4 ივნისს ქვეყანაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

მედიის ცნობით, ვიზიტის დროს ლიდერები განიხილავენ ომის მიმდინარეობასა და მარცვლეულის დერეფანს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები