კამალა ჰარისი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

კამალა ჰარისი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

19-02-2022, 14:00 - 2022
483
       

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ჰარისი გამოიტანს მიმართვას, სადაც გააფრთხილებს მოსკოვს, რომ უკრაინაში შეჭრამ შესაძლოა, რუსეთისთვის მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

როგორც გამოცემა წერს, პარასკევს, ჰარისი შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ღიაა დიპლომატიის მიმართ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები