საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში | პირველადი ცნობები

საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში | პირველადი ცნობები
28-05-2023, 14:09 - 2023
309

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.


მოქალაქეები არჩევანს მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატ, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის აკეთებენ.

ხმის მიცემის პროცედურა უკვე 3 საათია მიმდინარეობს და ის ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდება. 

თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს  მონაცემებით, 14 მაისს, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, თუმცა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. 

პირველი ტური ერდოღანის უპირატესობით დასრულდა, მან ხმების 49.52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ კი  44,88%.

მოსალოდნელია, რომ შედეგები 21:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა