ბრიანსკის ოლქში, სოფელ ძიატკოვოში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანიის საწყობები იწვის.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Pravda ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
როგორც გამოცემა წერს, საწყობს იყენებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტაქტორი კომპანია, რომელიც კოსმოსური და სამხედრო აღჭურვილობის ოპტიკურ ნაწილებსა და სისტემებს აწარმოებს.